ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მომავალი სეზონიდან ლივერპულს ფეიენოორდის მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი უთავკაცებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება საბოლოოდ დაიხურა და უახლოეს პერიოდში, სლოტი ლივერპულთან კონტრაქტსაც გააფორმებს.
გუშინ მწვრთნელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ლივერპულში დანიშვნას ისურვებდა, რამაც კლუბებს შორის მოლაპარაკებები დააჩქარა და მერსისაიდულმა კლუბმა ნიდერლანდელებთან შეთანხმებას მიაღწია.
სლოტმა ფეიენოორდი 2021 წლის ივლისში ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდთან ერთად 147 მატჩში 95 გამარჯვება მოიპოვა, 29-ჯერ ფრე ითამაშა და 23-ჯერ დამარცხდა, მისმა გუნდმა 332 გოლი გაიტანა და 148 გაუშვა.
მწვრთნელის რანგში სლოტმა ფეიენოორდი 2021/22 სეზონში კონფერენც ლიგის ფინალამდე მიიყვანა [სადაც რომასთან დამარცხდა] 2022/23 სეზონში ერედივიზია მოაგებინა, 2023/24-ში კი ჰოლანდიის თასზე იზეიმა წარმატება.
ფეიენოორდის გარდა, სლოტს კამბურსა და აზ ალკმაარში აქვს ნამუშევარი - ლივერპული მისი პირველი უცხოური გამოცდილება იქნება.
კომენტარები
7 საათის წინ
1 დღის წინ
2 დღის წინ