Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, შონ ო'მალიმ მერაბ დვალიშვილთან ბრძოლაზე ისაუბრა.
„თავიდან ილია თოფურიასთან ბრძოლას ვითხოვდი, იმიტომ რომ მასთან მინდოდა ჩხუბი. ვფიქრობდი, რომ ფანებსაც მოეწონებოდათ ეს იდეა. თუმცა, პასუხად მივიღე: "მერაბს ძალით არიდებ თავს, შემდეგი მერაბია." კარგით, იყოს მერაბი.
გეუბნებით, ხალხო, მერაბს დავაგდებ. სეხუდოს და ალჯოს [ალჯამეინ სტერლინგი - ავტ] ბრძოლის გამეორებას რომ ტელევიზორში ვუყურე და გითხარით, რომ ალჯოს დავაგდებდი, არავის გჯეროდათ. მეუბნებოდით, რომ შანსი არ მქონდა.
ახლა იგივე სიტუაცია მეორდება. ცხადია, ჯერ ჩიტოსთან მაქვს ბრძოლა, მაგრამ გეუბნებით, როცა მერაბთან ვიჩხუბებ, ამ ბიჭს დავაგდებ. ის დაუდევარია, მე კი სწრაფი და მოქნილი. გეუბნებით, ალჯოზე უარესს დავმართებ. ალჯოსთან ტექნიკური ნოკაუტით მოვიგე, მერაბს კი ცხვირს გავუსწორებ და დავაძინებ."
კომენტარები
3 დღის წინ
9 დღის წინ
4 დღის წინ
3 დღის წინ