-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში გრაცის შტურმი ლილს ესტუმრა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა.
ლილმა თამაშში უპირატესობა პირველი ტაიმის ბოლოს მოიპოვა. 37-ე წუთზე ანგარიში ოსამ საჰრაუიმ გახსნა, კომპენსირებულ დროში კი მიჩელ ბაკერმა გაზარდა ორამდე სხვაობა, თუმცა აქედან 2 წუთში სტუმართა მხრიდან ოთარ კიტეიშვილმა გაქვითა ერთი ბურთი.
ქართველმა ბურთი საჯარიმოში მიიღო და მარცხენა ფეხით დარტყმულით აიღო ლუკა შევალიეს კარი. პირველი ტაიმი 2-1 დასრულდა.
მეორე ტაიმის სტარტზე გრაცელებმა ანგარიში გაათანაბრეს. 47-ე წუთზე მიკა ბირეტმა გაიტანა გოლი.
81-ე წუთამდე ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა ლილმა გადამწყვეტი გოლის გატანა მოახერხა. გამარჯვების გოლი ჰაკონ ჰარალდსონმა მიითვალა და მასპინძლებს 3 ქულა მოუტანა.
ფრანგულმა გუნდმა 6 მატჩის შემდეგ 13 ქულა დააგროვა, შტურმს კი ერთადერთი გამარჯვება და 3 ქულა რჩება.
აღსანიშნავია, რომ ოთარ კიტეიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები