მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ის მეორე ტურის მატჩში შოტლანდიისა და შვეიცარიის მატჩი 1-1 დასრულდა.
ანგარიში შოტლანდიელებმა გახსნეს სკოტ მაკტომინეის გოლით, თუმცა შვეიცარიელებს გმირად ჯერდან შაჩირი მოევლინა და ლამაზი დარტყმით თავის გუნდს ქულა მოუტანა.
ამ გოლით შაჩირიმ მნიშვნელოვანი მიღწევა დააფიქსირა. ის გახდა პირველი ევროპელი მოთამაშე, რომელმაც ბოლო 6 დიდ სანაკრებო ტურნირზე გოლი გაიტანა.
შვეიცარიელმა 2014, 2018 და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატებსა და 2016, 2020 და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატებზე შეძლო თავის გამოჩენა, ჯამში კი მას ამ ტურნირებზე უკვე 10 გოლი დაუგროვდა, რა შედეგითაც ის დიდ ფეხბურთელებს უსწრებს.
ეუსებიო - 9
ალან შირერი - 9
პატრიკ კლუივერტი - 8
უეინ რუნი - 7
რაული - 6
ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 6
ეს სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ჯერდან შაჩირი უკვე 10 წელია შვეიცარიელთა უცვლელი გმირია, რომლის იმედიც გულშემატკივრებს ყოველთვის აქვთ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
1 დღის წინ
1 დღის წინ
22 საათის წინ
21 საათის წინ