ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
15 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მეორე 1/2 ფინალში დორტმუნდის ბორუსიამ საკუთარ კედლებში პარი სენ ჟერმენს აჯობა.
შეხვედრა სიგნალ იდუნა პარკზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ნიკო შლოტერბეკის პასით ნიკლას ფულკრუგმა გაიტანა.
მთელი თამაშის განმავლობაში ორივე გუნდს საგოლე მომენტის ბევრი შანსი ჰქონდა - პარიზელებმა ერთ შეტევაში ორჯერ ბურთი ძელსაც მოარტყეს, თუმცა საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა.
ამ გამარჯვებით დორტმუნდმა საპასუხო დაპირისპირების წინ მცირე უპირატესობა მოიპოვა, საპასუხო მატჩი პარიზში 7 მაისს გაიმართება.
კომენტარები
12 საათის წინ
21 საათის წინ
1 დღის წინ