Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დიეგო სიმეონეს აზრით, რეალმა და ატლეტიკომ სუსტი მადრიდული დერბი ჩაატარეს.
„ორივე გუნდმა სუსტი მატჩი ჩაატარა. რეალი გვჯობდა, მაგრამ თამაში არც ისე სანახაობრივი გამოვიდა.
გუნდები ფრთხილობდნენ, ყველა შეცდომის დაშვებას ერიდებოდა. მეორე ტაიმიც ასეთი გამოვიდა, მაგრამ ბოლოსკენ გავიტანეთ გოლი, რომელიც ჩემპიონატში ბრძოლის საშუალებას მოგვცემს.
ატლეტიკომ ბოლომდე იბრძოლა მინიმუმ ერთი ქულისთვის. გუნდი გოლის გატანის შანსს ელოდა და საბოლოოდ დამსახურებულ ფრეს მიაღწია.
გამარჯვების შანსი თუ გავუშვით ხელიდან? ასე არ მგონია. ჩემი აზრით, ცოტა უცნაური თამაში გამოვიდა. მეტოქემ პირველმა გაგვიტანა და უკეთესადაც გამოიყურებოდა, მაგრამ ჩვენი შანსები მაინც შეგგვექმნა.
ეს მატჩი საერთოდ არ ჰგავდა წინა სამ დერბის. თუმცა, ფრე ვითამაშეთ და გასვლითი მატჩისთვის ეს არც ისე ცუდი შედეგია.“
კომენტარები
2 დღის წინ
22 საათის წინ
13 საათის წინ
13 საათის წინ