სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-7 ტურში მან სიტიმ და არსენალმა საშინაო გამარჯვებები მოიპოვეს.
მან სიტი 3-2 ფულემი
26-ე წუთზე ანდრეას პერეირამ კარგ ფორმაში მყოფი ფულემი დააწინაურა, თუმცა ექვს წუთშივე წონასწორობის აღდგენა მატეო კოვაჩიჩმა მოახერხა.
მეორე ტაიმის სტარტზევე ხორვატმა დუბლი შეასრულა და სიტი წინ გაიყვანა, 82-ზე კი ჯერემი დოკუმ ქალაქელებს გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანა. 88-ე წუთზე როდრიგო მუნისმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა გვარდიოლას გუნდმა უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
მან სიტიმ 17 ქულა დააგროვა და ლიდერ ლივერპულთან სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა.
არსენალი 3-1 საუთჰემპტონი
სიტის მატჩის მსგავსად, ამ შეხვედრაშიც სტუმრები დაწინაურდნენ - 55-ე წუთზე არჩერმა ანგარიში 1:0 გახადა, თუმცა არსენალმა წონასწორობის აღდგენა სამ წუთშივე, ჰავერცის მეშვეობით მოახერხა.
68-ზე მარტინელიმ პრემიერ ლიგის ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა, მატჩში წერტილი კი ბუკაიო საკამ 88-ე წუთზე დასვა.
სიტის მსგავსად, არსენალმაც 17 ქულა დააგროვა და მესამე ადგილს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების გამო იკავებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები