8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რამდენიმე დღის წინ მან სიტიმ ლანსის მცველის, უზბეკი აბდუკოდირ ხუსანოვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ფეხბურთელის აგენტის თქმით, პირველმა მის მიმართ ინტერესი მან იუნაიტედმა გამოიჩინა.
„მისი შეძენა გერმანულ კლუბებსაც სურდათ. ყველა ტოპ გუნდს, ბაიერნის გარდა - ლაიფციგს, ლევერკუზენს, შტუტგარტს, დორტმუნდს. იყო რამდენიმე იტალიური გრანდის ინტერესიც.
პირველმა ინტერესი მანჩესტერ იუნაიტედმა გამოიჩინა. 2023 წლის მაისში სკაუტი ნიკოლას ჩენალი არგენტინაში, 20-წლამდელთა მსოფლიოს ესწრებოდა. უზბეკეთის ნაკრების მე-2 მატჩის შემდეგ, მან ჩემი კონტაქტი გამონახა და შეხვედრა მთხოვა.
მეც არგენტინაში ვიყავი და ბუენოს-აირესში მოვილაპარაკეთ შეხვედრა, მაგრამ მატჩების გამო ვერ ხერხდებოდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ ის როსარიოში ერთი დღე რჩებოდა. ამიტომ, ბუენოს-აირესში ტაქსი დავიჭირე და როსარიომდე მას გავყევი.
სკაუტი ამბობდა, რომ მას იუნაიტედის დნმ-ი აქვს. სწორედ იმ მომენტში მივხვდი, რომ ბიჭი ტოპ-კლუბში მოხვდებოდა.
სკაუტმა დაწვრილებითი ინფორმაცია შეაგროვა, მაგრამ ტენ ჰაგმა თქვა, რომ ხუსანოვს ამ მომენტში გუნდის გაძლიერება არ შეეძლო.
ახლახანს მანჩესტერის სკაუტთან მიმოწერა მქონდა. მან მოგვილოცა სიტიში ტრანსფერი, მაგრამ მწუხარება გამოთქვა, რომ იუნაიტედის ამბავი არ გამოვიდა." - აღნიშნა ჰაირატ ჰასბიულინმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები