-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში მადრიდის რეალი და მან სიტი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
2019/20 სეზონის შემდეგ, კლუბები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთედ დაუპირისპირდებიან და აქამდე მხარეებს შორის ფრე, 2:2 ფიქსირდება. 2019/20-ში და 22/23-ში შემდეგ ეტაპზე სიტი გავიდა, 21/22 და 23/24 სეზონებში კი ორმატჩიან დუელში გამარჯვება რეალს დარჩა.
როგორც OptaJoe იტყობინება, მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგიდან ინგლისური კლუბი ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ აქვს გამოთიშული. არცერთ სხვა კლუბს ერთიდაიგივე ქვეყნის გუნდები ლიგიდან ამდენჯერ არ გამოუთიშია, გარდა...
...თავად მადრიდის რეალისა, რომელმაც გერმანელ ოპონენტებს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 16-ჯერ აჯობა.
სიტისა და რეალს შორის პირველი მატჩი ეტიჰადზე 11 თებერვალს გაიმართება, საპასუხო კი 19-ში ბერნაბეუზე.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები