Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
გ
გიორგი ლემონჯავა
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლიონელ სკალონის აზრით, ფეხბურთის ხიბლი იკარგება.
„ფეხბურთის არსს ვკარგავთ, არამარტო პროფესიონალურ ფეხბურთში, არამედ ბავშვებშიც.
ჩემი შვილები ესპანეთში თამაშობენ და ინფორმაციით გადატვირთულები არიან. მათ ბურთის მიღებისთანავე კარნახობენ, რა უნდა გააკეთონ.
ნელ-ნელა უფრო და უფრო ნაკლები დრიბლერები არიან, იმიტომ რომ როგორც კი ისინი ბურთს იღებენ, უმალვე უყვირიან: „პასი გააკეთე...“ წარმოიდგინეთ, მესი რვა წლის როცა იყო, მწვრთნელებს მისთვის მუდამ პასის გაკეთება რომ ეიძულებინათ, ახლა ის უბრალოდ არ გვეყოლებოდა.
ფეხბურთი დიდი მოვლენა გახდა, ყველა კითხულობს, სწავლობს და ფიქრობს, რომ ამის დახმარებით მართვაც შეეძლება.
7-8 წლის ბავშვს რომ ეუბნები, რომ დიაგონალური პასები აკეთოს, დაცვაში თანაგუნდელი დაარღვიოს... ის ხომ რვა წლისაა! აცადე ითამაშოს ბურთით, დაუშვას შეცდომები და როცა 14 ან 15 წლის გახდება, შემდეგ შევუსწოროთ.“ - აღნიშნა არგენტინელმა.
კომენტარები
14 დღის წინ
25 დღის წინ