Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
გ
გიორგი ლემონჯავა
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ლეო მესის მიერ The Best 2023-ს მოგებაზე ისაუბრა.
ამ ჯილდოზე 2022 წლის მუნდიალს არ ითვალისწინებდნენ, ამიტომ ლეო მესის მოგებამ დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. ხმას ექსპერტები, კაპიტნები, ნაკრებების მწვრთნელები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები აძლევენ. გამარჯვებულის გამოსავლენად ამაზე დემოკრატიული შესაძლებლობა არც კი არსებობს, მაგრამ მესის გამარჯვებას მაინც ეჭვქვეშ აყენებენ. თქვენ მაინც თუ ხვდებით, რატომ ხდება ასე?
ვგონებ, ეს კამათი ფეხბურთის საზღვრებსაც სცდება. არამგონია, რომ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის რეალური გაუგებრობა არსებობდეს, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოიგო მესიმ.
ჰალანდს ან მბაპეს რომ მოეგოთ, ესეც სავსებით ნორმალური იქნებოდა. ეს უფრო პრესის სალაპარაკო თემაა.
უცნაურია იმაზე კამათი, რატომ მოიგო მესიმ, რადგან ხმას ფეხბურთის ხალხი აძლევს.“ - აღნიშნა სკალონიმ.
კომენტარები
14 დღის წინ
15 დღის წინ