სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ლივერპული ენფილდზე ასტონ ვილას მიიღებს. თამაში 23:59 საათზე დაიწყება და მისი უფასოდ ყურება adjarabetarena.com-ზე შეგიძლიათ.
ლივერპული - ასტონ ვილა (23:59)
დიოგუ ჟოტა ლივერპულის ზედიზედ მე-6 მატჩს გამოტოვებს. არნე სლოტის თქმით, თავდამსხმელი სავარაუდოდ სანაკრებო შესვენების შემდეგ 1-2 კვირაში დაბრუნდება.
ალისონი, ჰარვი ელიოტი და ფედერიკო კიეზა კვლავ ვერ ითამაშებენ, ალექსის მაკ ალისტერს კი დისკვალიფიკაციამდე ერთი ყვითელი ბარათი აკლია.
ასტონ ვილას ნახევარმცველი იური ტილემანსი ბელგიის ნაკრებში მუხლის პრობლემის გამო არ გამოცხდდა, თუმცა მან ლივერპულთაც შეიძლება ითამაშოს.
როს ბარკლი და მეტი ქეში კვლავ ტრავმირებულები არიან.
ურთიერთშეხვედრები
ეს ლივერპულის მე-100 სახლის თამაში იქნება ასტონ ვილას წინააღმდეგ ყველა ტურნირზე. წითლებს 62 მატჩი მოგებული აქვთ და მხოლოდ 17 წააგეს.
ასტონ ვილას ერთადერთი გამარჯვება ბოლო 13 პრემიერლიგურ შეხვედრაში 2020 წლის ოქტომბერში, ვილა პარკზე ფიქსირდება, როცა მასპინძლებმა 7-2 მოიგეს, ოლი უოტკინსმა კი ჰეთ-თრიქი შეასრულა.
2014 წლის სექტემბერში 0-1 გამარჯვების შემდეგ, ვილას ჩემპიონატში ენფილდზე ბოლო 6 ვიზიტში მხოლოდ 1 ქულა აქვს აღებული.
ლივერპული
არნე სლოტს პრემიერ ლიგის ისტორიაში მწვრთნელებს შორის საუკეთესო სტარტი აქვს, ყველა ტურნირზე 16 მატჩში 14 მოგება.
სლოტი არის ლივერპულის პირველი მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონატში პირველი 10 მატჩიდან 8 მოიგო.
ლივერპულს ჩემპიონატში საუკეთესო დაცვითი შედეგი აქვს, თუმცა გაშვებული 6 გოლიდან 4 გუნდმა ბოლო 3 მატჩში მიიღო.
მოჰამედ სალაჰი შეეცდება პრემიერ ლიგის ზედიზედ მე-4 თამაშში გაიტანოს, რაც 2021 წლის შემდეგ არ მომხდარა.
სალაჰმა პრემიერ ლიგის ამ სეზონში 12 გოლში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა. მას მეტოქის საჯარიმოში 96 შეხება აქვს, რაც ჩემპიონატში ყველაზე მაღალი შედეგია.
ასტონ ვილა
ასტონ ვილას უნაი ემერის თავკაცობით ყველაზე გრძელი წაგებათა სერია დაუგროვდა, ყველა ტურნირზე 3 მატჩის ოდენობით.
გუნდმა შეიძლება პრემიერ ლიგაში ზედიზედ 2 მატჩი ბოლო 18 თვეში პირველად წააგოს.
ჩემპიონატის ბოლო 15 შეხვედრაში გუნდმა ერთადერთხელ შეინახა კარი მშრალად, გასულ თვეს მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ.
ვილამ პრემიერ ლიგის ბოლო 18 გასვლითი თამაშიდან, როცა ცხრილის ლიდერს ეთამაშება, ორის გარდა ყველა წააგო, ბოლოს კი 2000 წლის იანვარში ლიდსი 2-1 დაამარცხა.
მორგან როჯერსს შეუძლია გახდეს ვილას მე-3 მოთამაშე ,რომელიც პრემიერ ლიგის ზედიზედ 4 გასვლით მატჩში გაიტანს გოლს და გაიმეორებს ოლი უოტკინსისა (6 მატჩი 2023 წელს) და დუაით იორკის (4 მატჩი 1998 წელს) შედეგებს.
დღევანდელი მატჩის წინ ლივერპული 25 ქულით პრემიერ ლიგის ლიდერია, ასტონ ვილა კი 18 ქულით მე-6 ადგილზეა.
შეხვედრის მთავარი არბიტრი დევიდ კუტი იქნება, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 5 მატჩი განსაჯა, მოთამაშეებს ჯამში 28 ყვითელი ბარათი უჩვენა და 1 პენალტი დანიშნა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები