სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში სლოვან ბრატისლავა ვანდა მეტროპოლიტანოზე მადრიდის ატლეტიკოს ეწვია. სასტარტო შემადგენლობაში იყო გურამ კაშია, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა.
შეხვედრაში ანგარიში მე-16 წუთზე ხულიან ალვარესმა გახსნა. 42-ე წუთზე სხვაობა ორამდე ანტუან გრიზმანმა გაზარდა.
ფრანგმა ფეხბურთელმა თავური დარტყმით გაიტანა გოლი და საჰაერო ორთაბრძოლა სწორედ ქართველ მცველს მოუგო. პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა.
51-ე წუთზე ატლეტიკოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც დავიდ სტრელეცმა შეასრულა ზუსტად, თუმცა აქედან 6 წუთში გრიზმანმა დუბლი შეასრულა და ორბურთიანი სხვაობა აღადგინა.
საბოლოოდ მატჩი 3-1 დასრულდა და სიმეონეს გუნდმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა. როხიბლანკოს 6 მატჩის შემდეგ 12 ქულა აქვს. სლოვანი კი 0 ქულით ცხრილის ფსკერზე რჩება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები