ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
არსენალი საჩემპიონო ბრძოლაში დასარჩენად ლონდონურ დერბიში ტოტენჰემის დამარცხებას შეეცდება.
ტოტენჰემი - არსენალი (17:00) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
ტოტენჰემს უბრუნდება რიშარლისონი, რომელსაც 2 აპრილის შემდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია.
ასევე ხელმისაწვდომი იქნება პედრო პორო, დესტინი უდოჯი კი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, ასევე არ იქნება ოლივერ სკიპი.
არსენალს ახალი ტრავმირებული არ ჰყავს, მიკელ არტეტას თქმით განაცხადში ყოფნასთან ახლოსაა იურიენ ტიმბერი.
ტოტენჰემი
ტოტენჰემმა ნიუკასლთან ყველაზე დიდი მარცხი (4-0) განიცადა შარშან სენტ ჯეიმს პარკზე ვიზიტის შემდეგ (6-1).
გუნდმა პრემიერ ლიგაში სახლში ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან სამის მოგება ვერ შეძლო, როცა იქამდე ზედიზედ 5 შეხვედრა ჰქონდა მოგებული.
სპურსს ჩემპიონატში საკუთარ კედლებში ზედიზედ 25 თამაშში აქვს გატანილი გოლი, რაც მათი მესამე საუკეთესო შედეგია (29 მატჩი 2012 და 2017 წლებში).
გუნდს ასევე გაშვებული აქვს 49 გოლი. 2014-15 წლების შემდეგ ტოტენჰემს ზედიზედ 2 სეზონში 50 გოლი არ გაუშვია.
გულიელმო ვიკარიო გახდება სპურსის მეორე მეკარე, რომელიც სადებიუტო სეზონში 50 გოლს გაუშვებს (ნილ სალივანი 2000-01 წლებში).
ტოტენჰემს პრემიერ ლიგაში სახლში ჩატარებულ ზედიზედ 12 მატჩში კარი მშრალად არ შეუნახია, რაც მათი ყველაზე გრძელი სერიაა 2003 წლის შემდეგ.
მათ მხოლოდ 2-ჯერ შეინახეს საკუთარ კედლებში კარი მშრალად, მხოლოდ ბარნლისა და შეფილდს აქვთ უფრო ცუდი შედეგი.
სონ ჰინ-მინმა არსენალს პირველ შეხვედრაში დუბლი შეუსრულა, მხოლოდ 5 მოთამაშეს აქვს სამხრეთ კორეელზე მეტი გოლი გატანილი ჩრდილო ლონდონურ დერბიში. 1934-35 წლების შემდეგ არავის გაუტანია ერთ სეზონში ამ გუნდების ორივე დაპირისპირებაში მინიმუმ 2 გოლი, სონს ამის შანსიც აქვს.
არსენალი
არსენალმა ჩელსისთან სეზონის 24-ე გამარჯვება მოიპოვა, რითიც გუნდმა თავისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა (34 მატჩის შემდეგ), მათ შორის შარშანდელი.
მეთოფეებმა პრემიერ ლიგაში თხუთმეტივე მატჩი მოიგეს, რომელშიც პირველ ტაიმს იგებდნენ.
არსენალმა ამ სეზონში 16-ჯერ შეინახა კარი მშრალად (ლიგის საუკეთესო მაჩვენებელი) და შეუძლია დააფიქსიროს მე-3 შემთხვევა, როცა გუნდი გასვლაზე ზედიზედ 7 მატჩში გოლს არ გაუშვებს (ჩელსი 2008, მანჩესტერ იუნაიტედი 2009).
თუმცა არსენალს ტოტენჰემთან ზედიზედ 2 გასვლით შეხვედრაში ტოტენჰემთან არასდროს შეუნახია კარი მშრალად. მათ ბოლო გასვლა 0-2 მოიგეს.
კაი ჰავერცს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 11 გოლი აქვს გატანილი, მინიმუმ 3-ით მეტი, ვიდრე ჩელსიში გატარებულ ნებისმიერ სეზონში.
ლეანდრო ტროსარმა პრემიერ ლიგის ბოლო 4 მატჩში 3 გოლი მიითვალა.
ბუკაიო საკას შეუძლია გახდეს 1993-94 წლების შემდეგ არსენალის პირველი ინგლისელი მოთამაშე, რომელიც ტოტენჰემს სეზონის ორივე მატჩში გაუტანს. ბოლოს ეს იან ვრაითმა შეძლო.
მარტინ ოდეგორმა ჩემპიონატის ბოლო 6 გასვლით შეხვედრაში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 3 საგოლე გადაცემა).
ურთიერთშეხვედრები
ტოტენჰემმა ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.
არსენალს გასვლაზე ზედიზედ 2 მატჩის მოგება ტოტენჰემისთვის 1988 წლის შემდეგ პირველად შეუძლია.
თუმცა სპურსს ჩემპიონატში სახლში ჩატარებული ბოლო 15 შეხვედრიდან მეთოფეებთან მხოლოდ 2 აქვს წაგებული.
სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი (4-2-3-1) - ვიკარიო; პორო, რომერო, ვან დე ვენი, დეივისი; სარი, ბისუმა; ჯონსონი, მედისონი, ვერნერი; სონი.
არსენალი (4-3-3) - რაია; ბენ უაითი, სალიბა, გაბრიელი, ტომიასუ; ოდეგორი, პარტეი, რაისი; საკა, ჰავერცი, ტროსარი.
მატჩს მაიკლ ოლივერი განსჯის, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 21 მატჩში მოთამაშეებს 83 ყვითელი, 2 მეორე ყვითელი და 3 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 5 პენალტი დანიშნა.
სატურნირო ცხრილში არსენალი 77 ქულით პირველ ადგილზეა, ტოტენჰემი კი 60 ქულით მე-5-ზე.
კომენტარები
19 საათის წინ
21 საათის წინ
1 საათის წინ
43 წუთის წინ