მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ სიტის მარტინ სუბიმენდის და ბრუნო გიმარაეშის შეძენის იდეაზე შესაძლოა უარის თქმა მოუწიოს.
The Times-ის ინფორმაციით, ქალაქელები იანვარში როდრის შემცვლელის შეძენას აპირებენ, თუმცა კლუბს არა მოკლევადიანი ვარიანტის, არამედ ხანგრძლივი პერსპექტივით სურს რომელიმე ფეხბურთელის შერჩევა.
სიტი აგრძელებს სოსიედადის საყრდენზე, მარტინ სუბიმენდიზე დაკვირვებას, თუმცა თავად ფეხბურთელს სამშობლოს დატოვება არ უნდა, რადგან ფიქრობს, რომ როდრის დაბრუნების შემდეგ მისთვის მოუწევს სასტარტოში ადგილის დათმობა.
რაც შეეხება ბრუნო გიმარაეშს, სიტი მისითაც ინტერესდება, თუმცა ნიუკასლი მასში 100 მილიონ ფუნტს ითხოვს და ქალაქელებისთვის ეს გადამეტებული თანხაა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები