-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს საღამოს მადრიდის რეალი კოპა დელ რეის 1/4 ფინალში სტუმრად ლეგანესს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ შეხვედრაში კლუბს რამდენიმე ლიდერი ვერ დაეხმარება - კერძოდ ანტონიო რუდიგერი, კილიან მბაპე, ჯუდ ბელინგემი და სხვა, დიდი ხნის ტრავმირებული ფეხბურთელები.
როგორც OptaJose იტყობინება, თასის 1/4 ფინალი რეალისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს - ბოლო 6 გამოსვლაში 1/4 ფინალიდან რეალი 4-ჯერ გავარდა და მხოლოდ ორჯერ შეძლო მომდევნოე ტაპზე გასვლა.
2019 წელს მადრიდელბმა ჟირონას ბარიერი გადალახეს, როცა 1/4 ფინალები ჯერ კიდევ 2-მატჩიანი იყო, 2023-ში კი მადრიდის ატლეტიკოს გასცდნენ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები