Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფეხბურთო კლუბმა თელავმა არგენტინის ნაკრების ყოფილი მცველის ტრანსფერი დაადასტურა.
საუბარია ჯინო პერუციზე, რომელსაც 2012-15 წლებში ალბისელესტეში 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
მარჯვენა მცველმა პროფესიონალური კარიერა არგენტინულ ველეს სარსფილდში დაიწყო, 2013 წელს იტალიურ კატანიაში გადავიდა, სადაც 2 სეზონი დაჰყო. 2015 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა და ბოკა ხუნიორსის ღირსებას 3 წლის განმავლობაში იცავდა. შემდეგ იყო ნასიონალი (ურუგვაი), სან ლორენცო (არგენტინა), ბოლო 2 სეზონი კი პერუცი ალიანსა ლიმაში (პერუ) თამაშობდა.
თელავმა 31 წლის არგენტინელის გარდა კიდევ 10 მოთამაშე დაიმატა.
კომენტარები
19 საათის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ
14 საათის წინ