Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერიკ ტენ ჰაგმა კრისტალ პალასთან მატჩის შედმეგ კომენტარი გააკეთა.
"მე კვლავ ვიბრძოლებ. ეს იმ მოთამაშეებთან ერთად უნდა შევძლო, ვინც ხელმისაწვდომია. არსებობს მარცხის მიზეზები, ყველამ ნახა ჩვენი უკანა ხაზი, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ. ჩვენ ისე უნდა ვიბრძოლოთ, როგორც ამას გულშემატკივრები აკეთებენ."
"მანჩესტერ იუნაიტედმა უკეთ უნდა ითამაშოს, ეს დამსახურებული მარცხი იყო. გუნდის პერფორმანსმა მოლოდინი არ გაამართლა."
"მე სიტუაციის შემოსატრიალებლად სწორი მწვრთნელი ვარ. თუ ყველა მოთამაშე ჯანმრთელია, ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყავს, მაგრამ როცა მთელი დაცვა გვაკლია, მაშინ პრობლემები გვაქვს."
"ჩემს მომავალზე არ ვფიქრობ. ბევრი პრობლემა გვაქვს და გუნდს ისე ვამზადებ, როგორც შემიძლია. მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ უკეთ ვითამაშოთ." - განაცხადა წითელი ეშმაკების მთავარმა მწვრთნელმა.
მანჩესტერ იუნაიტედი კრისტალ პალასთან გასვლით შეხვედრაში 4-0 განადგურდა.
კომენტარები
2 საათის წინ
23 წუთის წინ
14 წუთის წინ
24 წუთის წინ