სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერის მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის თქმით, ის ოლდ ტრაფორდზე ტოტენჰემთან განცდილ მარცხს (0:3) არ აღიარებს.
იმ მატჩში, როცა ტოტენჰემი 1:0-ს იგებდა, 42-ე წუთზე მოედნიდან ბრუნო ფერნანდეში გააძევეს. მოგვიანებით, იუნაიტედმა ეს წითელი ბარათი გაასაჩივრა და პორტუგალიელს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს, რითაც მსაჯის შეცდომა აღიარეს.
„ტოტენჰემთან წაგებულ მატჩს საერთოდ არ ვაღიარებ, მას ვაიგნორებ.
1:0-ს ვაგებდით და კაცი გაგვიძევეს, შემდეგ კი, ეს წითელი ბარათი გაუქმდა. ამის გამო, ამ შედეგს საერთოდ არ ვაღიარებ." - აღნიშნა ნიდერლანდელმა მწვრთნელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები