Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან ბრძოლის წინ მედიასთან ისაუბრა:
"მე ისე ვემზადები როგორც ყველა რთული ბრძოლისთვის, მზად ვარ 18 თებერვალს გამარჯვებისთვის, განსხვავებას ვერ ვხედავ, ეს მორიგი მეტოქეა, რომელსაც გზად ვხვდები."
"მე ყველაფერში ალექსზე (ვოლკანოვსკი) უკეთესი ვარ."
"ალექსი ამ წონის ისტორიაში შევა. მას დაიმახსოვრებენ როგორც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოს. ის დიდებული ჩემპიონი იყო."
"მე მას პირველ რაუნდში დავანოკაუტებ."
ილიამ თავის დაუმარცხებელ სერიაზე გააკეთა კომენტარი:
"არ ვღელავ იმაზე, რომ დაუმარცხებელი ვარ. მე კმაყოფილი ვარ, რომ ამდენი ხანია არ წამიგია, მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი თავის რწმენას არასდროს დავკარგავ."
"მე უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერი ვიყო და ახლა ასეცაა. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ჩემი ცხოვრება შეიცვლება, მაგრამ მე ამ ბრძოლის შემდეგაც ბედნიერი ვიქნები."
"დღეს ჩემთან ბრძოლა ყველას უნდა. ჯერ არ ვარ ჩემპიონი, ამისთვის რამდენიმე დღე დამრჩა და უკვე ყველა ბრძოლაში მიწვევს."
თოფურიას ქამრის მოპოვების შემთხვევაში დივიზიონში თავის მომავალზე ჰკითხეს:
"მე ამ წონაში ერთ-ერთი საუკეთესო გავხდები. ჟოზე ალდოს, კონორ მაკგრეგორისა და ალექსანდერ ვოლკანოვსკის გვერდზე დავდგები."
ილიამ კომენტარი მერაბის ბრძოლაზეც გააკეთა:
"მე და მერაბი 18 თებერვალს იმის მიღებას ვაპირებთ, რასაც ვიმსახურებთ - გამარჯვების."
მებრძოლმა მოსამზადებელ ეტაპზეც ისაუბრა:
"ამ ბრძოლისთვის საუკეთესო წონის კლება მქონდა, შემიძლია წონა ახლავე დავაფიქსირო. მომზადების ყველაზე რთული ეტაპი არ მქონია, ჯოშ ემეტთან ბრძოლისას უფრო რთული მზადება გავიარე და წონის კლებაც უფრო რთულად მიდიოდა, დღევანდელ სიტუაციასთან შედარებით, მაშინ სამოყვარულო დონეზე ვიყავი."
"ჩემი ყველა ბრძოლისას ამბობენ, რომ მეტოქე რაღაც კომპონენტში ჩემზე უკეთესია. ვიცი, ვოლკანოვსკის უპირატესობები და ვიცი, რას შემომთავაზებს ბრძოლაში, ის ამას წლების განმავლობაში ძალიან კარგად და წარმატებულად აკეთებდა UFC-ში, მაგრამ მე მას უფრო მეტს შევთავაზებ. მან უნდა იცოდეს, რომ მე მისი არცერთი წინა მეტოქე არ ვარ, მე ილია თოფურია ვარ. მას ნოკაუტის ძალა არ აქვს, მე კი მაქვს და მას დავაფინიშებ."
ბოლოს კი კომენტარი ოჯახზე, ესპანეთსა და საქართველოზე:
"ჩემი ოჯახისთვის ეს საოცარი მომენტი იქნება. ორი ქვეყნის სახელით გამოსვლა ჩემთვის საოცარია. მე წნეხზე და ნერვიულობაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ამ სიტუაციაში ყოფნას ყოველთვის წარმოვიდგენდი, მინდოდა და ვითხოვდი, ღმერთმა კი ეს შანსი მომცა. იღბლიანი ვარ, რომ გახელილი თვალებით ვოცნებობ. ამ მომენტებს ყოველდღიურობაში გავდივარ და ეს მაგიურია. ჩემი მთელი ოჯახი აქ იქნება, ისინი ჩემს ბრძოლას ლაივში პირველად ნახავენ. ამ სიტუაციისგან სიამოვნებას მივიღებთ, რადგან ეს დავიმსახურეთ."
ილია თოფურია ალექსანდერ ვოლკანოვსკის სატიტულო ორთაბრძოლაში UFC 298-ზე 18 თებერვალს დაუპირისპირდება, იმავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეებრძოლება.
ფოტოების ავტორი: ლაშა კუპრაშვილი
კომენტარები
10 დღის წინ
15 დღის წინ
4 დღის წინ
3 დღის წინ