Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ილია თოფურიამ მოახლოებულ ბრძოლაზე და თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
"ვოლკანოვსკის პირველ რაუნდში დავანოკაუტებ, ამას ნახავთ. გაჩვენებთ ვინ რა დონეზეა. მასზე დომინაციას მოვახდენ და კრივის ტომარას დავამსგავსებ."
"თქვენ მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლს ესაუბრებით. ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ისიც უნდა დავაფასოთ. ის დიდებული ჩემპიონი და ყველა წონის ლიდერი იყო."
"მაგრამ ის დაბერდა და უკვე დამარცხებულია. მას ბევრი მინიშნება აქვს იმისთვის, რომ კარიერა დაასრულოს. თავისი მომენტები უკვე ჰქონდა ამ სპორტში, მაგრამ ახლა წინსვლის დროა. ახალი სისხლის დროა, ახალ თაობას კი მე წარმოვადგენ. მე MMA-ს ევოლუციის წარმომადგენელი ვარ."
თოფურია ჩემპიონობის შემთხვევაში მომავალ მეტოქეზეც ფიქრობს და მაქს ჰოლოუეის, ბრაიან ორტეგასა და იაირ როდრიგესს არ განიხილავს, კონორ მაკგრეგორის ვარიანტი კი იზიდავს.
"კონორ მაკგრეგორთან ბრძოლისთვის ვისწრაფვი. მას დიდი ბრძოლა აქვს მაიკ ჩენდლერთან და თუ არ წააგებს, სიამოვნებით გაიზიარებს ოქტაგონს ჩემთან ერთად."
მატადორმა ესპანეთში UFC-ის ღონისძიების ჩატარებაზეც ისაუბრა.
"UFC ესპანეთში? რა თქმა უნდა, ეს 2024 წელს მოხდება. როდის? არ ვიცი, შეიძლება წლის ბოლოს. და სად? იმედია ეს მადრიდში იქნება, სანტიაგო ბერნაბეუზე. სტადიონი მზადაა მსგავსი ღონისძიებებისთვის, შესაძლებელია მოედნის გადახურვა. ბერნაბეუ ასეთი ივენთებისთვის განახლდა, ასე რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ღონისძიება იქნება UFC-ის ისტორიაში." - უთხრა ილიამ MMA Hour-ს.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას ბრძოლა ახლოვდება. ის 18 თებერვალს ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის UFC 298-ზე ალექს ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. იმავე ივენთზე შედგება მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ბრძოლა.
კომენტარები
10 დღის წინ
15 დღის წინ
4 დღის წინ
3 დღის წინ