Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტონი კროოსი 34 წლის ასაკშიც კარლო ანჩელოტის რეალის ტაქტიკური სქემის შეუცვლელ და მნიშვნელოვან ნაწილად რჩება. მისი მოედანზე ყოფნა არამხოლოდ საჭიროა, არამედ გუნდის თამაშის ახალ ეტაპზე აწევასაც ახერხებს
ლოს ბლანკოსში კროოსი მეათე სეზონს ატარებს და მისი გავლენა ახლა ისეთი შესამჩნევია, როგორც არასდროს.
ტონის ერთ-ერთი მთავარი პლიუსი მისი პოზიციური მრავალფუნქციურობაა, რომელიც გერმანელს საშუალებას აძლევს მატჩის განმავლობაში პოზიცია არაერთხელ გამოიცვალოს. იგი თანაბრად კარგად თამაშობს მარცხენა ნახევარმცველად, ჩამშლელი ნახევარმცველის წინ, უკანასკნელ საყრდენ ნახევარმცველად ან 8 ნომრად, რაც გუნდს შეუდარებელი ტაქტიკური მოქნილობის საშუალებას აძლევს
მაგალითად როცა ანჩელოტი 4-3-3 ტაქტიკით თამაშობს, ტონი ძირითადად მარცხენა ნახევარმცველის პოზიციას ერგება. მაგრამ როცა მადრიდელები ჩვეულ 4-4-2 წყობას იყენებენ, რაც ამ სეზონში ყველაზე ხშირად ხდება, იგი მეორე საყრდენ ნახევარმცველად დგება ხოლმე და მის მეწყვილესთან შედარებით უფრო შემტევ სივრცეებს ითვისებს.
ხოლო როცა რეალი პირველ გოლს უშვებს, ტონი მთლიანად შემტევ ფუნქციებს ირგებს
თუ ტონის თამაშს უფრო სიღრმისეულად ჩავეძიებით, ვნახავთ თუ რაოდენ მრავალფეროვანია მისი შესაძლებლობების არსენალი მოედანზე
გერმანელის ტალანტი და შესაძლებლობები ყველა ქმედებაში ჩანს, მისი თამაშის კითხვის უნარი, გადაწყვეტილებების მიღების სისხარტე და მოედნის ხედვა ტონი კროოსს მოედანზე ნამდვილ არქიტექტორად აქცევს, რომელიც თამაშის მიმდინარეობას ორივე გუნდს კარნახობს
რვიანის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი დაცვითი სიმყარის გამაგრება და ნებისმიერი მცველის დაზღვევის უნარია, რაც მადრიდის რეალისთვის ბურთის დაცვიდან ამოტანასა და დაცვის ხაზის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს
როდესაც ცენტრალურ მცველებს მოწინააღმდეგის პრესინგთან გამკლავება უჭირთ და ბურთის ამოტანაში დახმარება ჭირდებათ, კროოსი როგორც წესი დაცვის ხაზს უერთდება და ერთგვარი "ყალბი მარცხენა მცველის" როლს ირგებს, რის შემდეგაც მილიმეტრიანი სიზუსტის პასებით ბურთი შეტევაში მოაქვს
ეს ტაქტიკური ადაპტაცია კარგად გვაჩვენებს ტონის უნარს გააკონტროლოს თამაში და დაეხმაროს მის გუნდელებს თამაშის ორგანიზებულად წარმართვაში
ტონის კიდევ ერთი გამორჩეული თვისებაა მუდმივად ყველაზე ხელსაყრელი სივრცეების ათვისება და თამაშის ზუსტად იმ მიმართულებით წარმართვაა, საითაც რეალს ჭირდება
გერმანელის თამაშის ინტერპრეტირების უნარი კროოსს შესაძლებლობას აძლევს თამაში მეტოქეზე უფრო სწრაფად წაიკითხოს და ბურთი ისეთი სიჩქარითა და სიზუსტით გაანაწილოს, რომლის წინააღმდეგაც მეტოქე გუნდის დაცვის ხაზი უძლური იქნება
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ტონი კროოსმა უკვე 8 გოლში მიიღო მონაწილეობა და 28 ტურის მდგომარეობით ბაენას შემდეგ სეზონის საუკეთესო მეპასეა
კომენტარები
9 საათის წინ
2 დღის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ