Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა WhoScored-მა ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 5 ყველაზე მაღალშეფასებადი ფეხბურთელი დაასახელა.
1. ჯუდ ბელინგემი - 7.87
მადრიდის რეალის ინგლისელი ვარსკვლავის ანგარიშზე 18 მატჩში 14 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
2. ინიაკი უილიამსი - 7.43
ბილბაოს ატლეტიკის შემტევი 19 შეხვედრაში 8 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
3. ანტუან გრიზმანი - 7.4
მადრიდის ატლეტიკოს ფრანგმა ლიდერმა 21 მატჩში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
4. ისკო - 7.39
ისკომ ბეტისის შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი 14-ჯერ დასახელდა.
5. ხერარდ მორენო - 7.34
ესპანელი შემტევი ყვითელ წყალქვეშა ნავს 19 შეხვედრაში 10 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით ლიდერობს.
კომენტარები
1 დღის წინ
1 დღის წინ
11 საათის წინ
11 საათის წინ