Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა არ გამორიცხა, რომ ფეხბურთელები შესაძლოა სავარჯიშო ბაზაზე გამოკეტონ.
გუშინ იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტორინოსთან (0:3) განადგურდა და სერია ა-ს პირველი წრის შემდეგ მე-9 ადგილს იკავებს.
„გულშემატკივრებს ამ მატჩისთვის ბოდიშს ვუხდით. გუნდი თავის თავს არ ჰგავს და ვფიქრობთ იმაზე, როგორ უნდა მივცეთ მოტივაცია, რომ ყველაფერი დალაგდეს.
ჯერჯერობით ყველაფერი რიგზე არ არის როგორც ტრავმების, ისე მნიშვნელოვანი ფებხურთელების არყოფნის გამო, ისეთების, როგორებიც ანგისა და ოსიმენი არიან. ეს არ არის თავის მართლება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს დანაკლისიც მოქმედებს ჩვენზე.
პოლიტანო ბოლომდე მზად არ იყო, ისევე, როგორც ჟუან ჟესუსი. სიტუაცია რთულია, მაგრამ გავიმეორებ, ეს არ გვამართლებს.
ვაპირებთ თუ არა ფეხბურთელების ბაზაზე გამოკეტვას, ფეხბურთზე უკეთესად კონცენტრაციისთვის? ბაზაზე ხვალ შევხვდებით და გადავწყვეტთ.
მაძარის მომავალი? კლუბი და მე მას ვენდობით.“ - აღნშიშნა მაურო მელუზომ.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ