მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს აივან ტოუნი 28 წლის გახდა.
იუბილარი თავდამსხმელი დღეს პრემიერ ლიგის 29-ე ტურში ბარნლის დაუპირისპირდება, რომელიც 14 ქულით მე-19 ადგილზეა და უსაფრთხო ზონაში მყოფ ნოტინგემს 10 ქულით ჩამორჩება.
ბრენტფორდი კი 26 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს. დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება კი გუნდს ძალიან გამოადგება, თუ ნერვიულობა არ სურს.
პირველ წრეში ამ გუნდებს შორის დაპირისპირება ბრენტფორდის გამარჯვებით 3-0 დასრულდა. დისკვალიფიკაციის გამო იმ მატჩში ტოუნიმ მონაწილეობა ვერ მიიღო, თუმცა მას ახლა აქვს შანსი, რომ ბარნლი დაამწუხროს.
ინგლისელმა თავდამსხმელმა მრავალთვიანი დისკვალიფიკაციიდან დაბრუნების შემდეგ პრემიერ ლიგაში უკვე 9 მატჩი ჩაატარა და 4 გოლიც გაიტანა. ბარნლისთან მატჩი კი მისთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ დაბადების დღე აღნიშნოს და მეტოქეს გოლი ან თუნდაც გოლები გაუტანოს.
ბარნლისა და ბრენტფორდის მატჩის ყურება დღეს (19:00) უფასოდ adjarabetarena-ზე შეგიძლიათ.
კომენტარები
4 საათის წინ
10 საათის წინ
1 დღის წინ