მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 30-ე ტურში წითელი ეშმაკები ბრენტფორდს ესტუმრებიან.
ბრენტფორდი - მანჩესტერ იუნაიტედი (23:59) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
ბრენტფორდის მცველი სერხიო რეგილონი ბარნლისთან მიღებული წითელი ბარათის გამო ვერ ითამაშებს.
ბრაიან მბეუმო დეკემბრის შემდეგ გუნდს უბრუნდება, ეთან პინოკი და კრისტიან ნორგორი კვლავ იუქმებენ.
მანჩესტერ იუნაიტედს უბრუნდება ლისანდრო მარტინესი, რომელსაც თებერვლის შემდეგა არ უთამაშია.
ჰარი მაგუაირი გუნდს სანაკრებო შეკრებიდან დაზიანების გამო ნაადრევად დაუბრუნდა და მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ამად დიალო კი დისკვალიფიკაციას მოიხდის.
ბრენტფორდი
პრემიერ ლიგის ბოლო 18 შეხვედრაში ბრენტფორდმა მხოლოდ 10 ქულა მოაგროვა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია ჩემპიონატში.
გუნდმა მომგები პოზიციიდან 28 ქულა გაანიავა ამ სეზონში.
ტომას ფრენკის გუნდმა სახლში ჩატარებული 14 მატჩიდან მხოლოდ ერთში შეინახა კარი მშრალად. მხოლოდ შეფილდსა და ბარნლის აქვთ საკუთარ მოედანზე უფრო მეტი გაშვებული გოლი.
ბრენტფორდმა 29 შეხვედრაში 17 გოლი გაუშვა თავით, რაც ასევე ყველაზე ცუდი შედეგია პრემიერ ლიგის ამ სეზონში.
ჩემპიონატის ბოლო 5 მატჩში აივან ტოუნის გოლი არ გაუტანია, როცა იქამდე ჩატარებული 5 თამაშიდან 4-ში გაიტანა.
მანჩესტერ იუნაიტედი
მე-12 მარცხის შემთხვევაში წითელი ეშმაკები კლუბის რეკორდს გაიმეორებენ.
იუნაიტედმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 40 მატჩიდან 16 წააგო. გუნდს 17 შეხვედრა 1989-90 წლების შემდეგ არ წაუგია.
გუნდის 15-დან 12 გამარჯვებაში მიმდინარე სეზონში ერთბურთიანი სხვაობა დაფიქსირდა.
ჩემპიონატის ეგიდით ლონდონში ბოლო 13 ვიზიტიდან იუნაიტედმა 8 წააგო (2 მოგება, 3 ფრე).
რასმუს ჰოილუნდი შეუძლია გახდეს ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც პრემიერ ლიგის ზედიზედ 7 მატჩში გოლს გაიტანს.
დანიელი თავდამსხმელი იუნაიტედის პირველი მოთამაშეა კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ (2008), რომელმაც ზედიზედ 6 შეხვედრაში გაიტანა გოლი.
ურთიერთშეხვედრები
ბრენტფორდს იუნაიტედთან ოლო 10 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული (1 ფრე, 8 წაგება).
სავარაუდო შემადგენლობები
ბრენტფორდი - ფლეკენი; ზანკა, კოლინსი, აიერი; რორსლევი, იანელტი, ონიეკა, იენსენი, ლუის-პოტერი; მბეუმო, ტოუნი.
მანჩესტერი - ონანა; ვან-ბისაკა, ლინდელოფი, ვარანი, დალო; მაინო, მაკტომინეი; გარნაჩო, ბრუნო, რაშფორდი; ჰოილუნდი.
მატჩს საიმონ ჰუპერი განსჯის, რომელიც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრის მთავარი არბიტრი იყო. მან მოთამაშეებს ჯამში 86 ყვითელი, 2 მეორე ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 2 პენალტი დანიშნა.
კომენტარები
11 საათის წინ
5 საათის წინ
1 დღის წინ
7 საათის წინ