სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-13 ტურში მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე ზედიზედ 2 წაგების შემდეგ, რეაბილიტაცია გაიარა.
კარლაო ანჩელოტის გუნდი ოსასუნას დაუპირისპირდა და 4:0 იმარჯვა. ჰეთ-ტრიკით თავი ვინისიუს ჯუნიორმა გამოიჩინა, კიდევ ერთი გოლი კი ჯუდ ბელინგემმა შეაგდო, რომლისთვისაც ეს ამ სეზონში პირველი გოლი გამოდგა.
გამარჯვების გემო რეალს ტრავმებმა გაუფუჭა - პირველ ტაიმში მადრიდელთა სამმა ფეხბურთელმა მიიღო დაზიანება. მე-20 წუთზე ტრავმის გამო მოედნიდან როდრიგო გავიდა, 30-ზე ედერ მილიტაომ ვარდნის შემდეგ სავარაუდოდ მუხლი დაიზიანა და საკაცით გაიყვანეს, შესვენების შემდეგ კი მოედანზე ლუკას ვასკესი აღარ გამოვიდა.
ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება მილიტაოს ტრავმამ დატოვა, რომელსაც უახლოეს პერიოდში სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება.
რეალმა 27 ქულა დააგროვა და ბარსელონასთან ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, ოსასუნა კი 21 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები