4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას მცველის, ანდრეას კრისტენსენის ტრავმიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, ფეხბურთელი კი ამ დრომდე დაბრუნებას ვერ ახერხებს.
გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ტრავმირებულ ქუსლზე ფეხბურთელი კონსერვატიულ მკურნალობას იტარებს, რომელიც ჯერ საკმარისად შედეგიანი არ არის.
ჰანსი ფლიკს კრისტენსენი ცენტრალურ მცველად ძალიან მოსწონს და მის დაბრუნებას ძალიან ელოდება, რადგან პაუ კუბარსის და ინიგო მარტინესს დასვენება სჭირდებათ.
უფრო ადრე ელოდებიან კლუბში რონალდ არაუხოს დაბრუნებას, რომელმაც დაზიანება კოპა ამერიკაზე მიიღო და ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია. ნავარაუდებია, რომ ურუგვაელი ნოემბრის მეორე ნახევარში მწყობრში უნდა იყოს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები