სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
რეალი ზამთარს ელოდება, რომ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს დაუკავშირდეს.
მადრიდული კლუბი ინგლისელი მცველის დამატებით დაინტერესებულია. ტრენტს ლივერპულთან ხელშეკრულება ამ სეზონის ბოლოს ეწურება.
Marca-ს ინფორმაციით, ტრენტთან მიმართებაში რეალი იმავე სტრატეგიას შეინარჩუნებს, რაც ალფონსო დევისის. კერძოდ, ყველანაირი წესების დაცვით იანვარს დაელოდება და როდესაც ფეხბურთელი სხვა კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გახანგრძლივების უფლებას მიიღებს, შეთავაზებას გაუკეთებს.
აღსანიშნავია, რომ საუბარია ზაფხულის უფასო ტრანსფერზე, იანვარში ინგლისელის სანაცვლოდ ფულის გადახდას რეალი არ აპირებს. 1 იანვრიდან ალექსანდრ-არნოლდს ნებისმიერ კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება შეეძლება, რადგან მოქმედ კლუბთან ხელშეკრულების ამოწურვამდე ექვს თვეზე ნაკლები ექნება დარჩენილი.
თავად ალექსანდრ-არნოლდი არ ჩქარობს ლივერპულთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას და მინიმუმ ახალ წლამდე დაკვირდებას ამჯობინებს. მნიშვნელოვან როლს ამ საქმეში მერსისაიდული კლუბის შედეგები იქონიებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები