Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში ჟირონამ ატლეტიკოს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 4-3 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში სწრაფადვე გაიხსნა. მე-2 წუთზე გოლი ვალერიმ გაიტანა, მე-14 წუთზე სტუმართა მხრიდან თავი ალვარო მორატამ გამოიჩინა. 26-ე და 39-ე წუთებზე ჯერ სავიომ, ხოლო შემდეგ დეილი ბლინდმა მასპინძლებს უპირატესობა მოუპოვეს. პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში 44-ე წუთზე მორატამ დააფიქსირა, 3-2.
54-ე წუთზე როხიბლანკოს ესპანელმა თავდამსხმელმა ჰეთთრიქი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის კულმინაცია 91-ე წუთზე ვიხილეთ, როცა პორტუს პასის შემდეგ ივან მარტინმა იან ობლაკს აუღებელი დაურტყა და ჟირონას უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა.
ამ მოგებით კატალონიელებმა 48 ქულა დააგროვეს და მადრიდის რეალს გაუთანაბრდნენ, რომელმაც თავისი მატჩი მალიორკას მოუგო. ამ ტურის შემდეგ რეალი და ჟირონა თანაბარი ქულებით პირველ და მეორე ადგილზე არიან.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ
12 საათის წინ
12 საათის წინ