-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩში ტოტენჰემმა საკუთარ მოედანზე ლივერპული მიიღო. შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა.
ანგარიში 23-ე წუთზე ლუის დიასმა გახსნა, 36-ე წუთზე კი ალექსის მაკ ალისტერმა ორამდე გაზარდა სხვაობა.
41-ე წუთზე ჯეიმს მედისონმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა კომპენსირებულ დროში დომინიკ სობოსლაიმ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით 1-3 დასრულდა.
54-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა მერსისაიდელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, 61-ე წუთზე კი ეგვიპტელმა დუბლი შეასრულა და ანგარიში უკვე გამანადგურებელი (1-5) გახადა.
ტოტენჰემმა თამაშში დაბრუნება სცადა. 72-ე წუთზე დეიან კულუშევსკიმ გამოიჩინა თავი, 83-ე წუთზე კი დომინიკ სოლანკემ გახადა ანგარიში 3-5, თუმცა აქედან 2 წუთში მატჩის საბოლოო ანგარიში (3-6) ლუის დიასმა დააფიქსირა და მანაც სალაჰის მსგავსად დუბლი შეასრულა.
ლივერპულს 16 მატჩის შემდეგ 39 ქულა დაუგროვდა სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. არნე სლოტის გუნდი ჩელსის, რომელსაც ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული, 4 ქულით უსწრებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები