სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
1 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გალათასარაის მეკარემ, ფერნანდო მუსლერამ ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა, რომელმაც თურქეთის ჩემპიონატი დაიწუნა.
პორტუგალიელმა ჯერ თურქეთის სუპერლიგის მსაჯობა დაიწუნა, შემდეგ კი ისიც აღნიშნა, რომ ევროპაში თურქულ ფეხბურთს არავინ არ უყურებს, იმიტომ რომ არავის არაფერში არ სჭირდება.
„ჩემს კარიერაში პირველად ვგრძნობ თავს ვალდებულად, რომ ასეთი კომენტარი გავაკეთო. აქ გატარებულ 14 წელიწადში 17 ტიტული მოვიგე და თურქული ფეხბურთის განვითარებას სულ ვცდილობდი.
მოურინიო აქ სულ რაღაც ოთხი თვეა იმყოფება და უკვე ჩვენს ლიგას აკრიტიკებს. თუ არ მოსწონს, აქ მას ძალით არავინ არ იჭერს." - აღნიშნა ურუგვაელმა მეკარემ, რომელიც გალათასარაიში 2011 წლიდან თამაშობს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები