ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
17 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში მადრიდის რეალთან დაპირისპირების წინ პრესასთან ისაუბრა.
"ჩვენ ტაქტიკა და იღბალი გვჭირდება. სწორი ბალანსია საჭირო. მოთამაშეებს გეგმის ნახვა სურთ, მაგრამ თავისუფლებაც აუცილებელია, ასევე - იღბალიც. რეალის დამარცხებისთვის სრული პაკეტი გვჭირდება."
"რაც ანჩელოტიმ ფეხბურთისთვის გააკეთა, როგორც მოთამაშემ და მწვრთნელმა, დიდებულია. ის ლეგენდაა, თუმცა მაინც ძალიან თავაზიანი და თავმდაბალია. საოცარია, ის კიდევ ერთი ჩემპიონატის მოგებასთანაა ახლოს და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალშია."
"ბელინგემი საოცარი მოთამაშეა, რომელიც ფანტასტიკურად განვითარდა. ეს მხოლოდ დიდებული ხასიათით შეგიძლია. ყველა ვინც რეალში თამაშობს, დიდი წნეხით გადის მოედანზე, ჯუდი კი ამას ძალიან კარგად უმკლავდება. ის საკვანძო მოთამაშეა, შევეცდებით გამოსავალი მოვძებნოთ."
"რა თქმა უნდა, რეალთან დაპირისპირებას ყველა ელოდება. ეს დიდებული 1/2 ფინალია და მოლოდინიც დიდია."
"რეალს ჩელსიდან 2-ჯერ შევხვდი, იქამდე კი პსჟ-დან და დორტმუნდიდან. ჩელსისა და რეალის ბოლო მატჩისგან განსხვავება ისაა, რომ ბენზემა წასულია. მაშინ გადამწყვეტი მისი თამაში იყო, მაგრამ იმის მერე გუნდში სისტემა შეიცვალა. რაღაც მიდგომები იგივეა, მაგრამ თამაშის სტილი შეიცვალა, ახლა ჯუდ ბელინგემი თამაშობს, რომელიც ათიანიც არის, რვიანიც და ექვსიანიც. ასევე ისევ აქ არიან კროოსი, მოდრიჩი, ვინისიუსი. ასე რომ, ყველაფერი არ შეცვლილა. ჩვენ სწორი ბალანსის მოძებნა გვჭირდება."
მიუნხენის ბაიერნისა და მადრიდის რეალის დაპირისპირება 30 აპრილს 23:00-ზე გაიმართება.
კომენტარები
15 საათის წინ
5 საათის წინ
13 საათის წინ
15 საათის წინ