სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
კვიპროსული არის ლიმასოლის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი გიორგი ქვილითაია დასახელდა.
ოქტომბერში ქვილითაიამ არისთან ერთად სამი მატჩი ჩაატარა და სამივე მოიგო - ჯერ ომონია ნიქოზიასთან (2:0), სადაც გიორგიმ 75 წუთი ითამაშა და თავისი გუნდის ორივე გოლი შეაგდო.
შემდეგ ეთნიკოსთან (2:1), ქვილითაიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, თუმცა გოლებში მონაწილეობა არ მიუღია.
ბოლოს კი ნეა სალამისთან (2:1), რომელიც ქვილითაიამ სასტარტოში დაიწყო და მე-12 წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა, თუმცა 32-ზე დისკომფორტის გამო თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა და შესაცვლელი გახდა.
ჯამში, კვიპროსული ლიგის 8 ტურში ქართველმა 5 გოლის გატანა მოახერხა, მისმა გუნდმა კი 20 ქულა დააგროვა და ლიდერ პაფოსს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები