ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფამ ევროტურნირების კვირის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.
ჩემპიონთა ლიგაზე კვირის საუკეთესოობის წოდება კილიან მბაპეს ერგო, რომელმაც სოსიედადის კარში დუბლი შეასრულა. ფრანგმა ვილი ორბანს (ლაიფციგი), ჰარი კეინს (ბაიერნი) და მანუელ აკანჯის (მან სიტი) აჯობა.
ევროპა ლიგაზე საუკეთესო პიერ-ემერიკ ობამეიანგი გახდა, რომელმაც მარსელის შემადგენლობაში ვილიარელას დუბლი შეუსრულა. სხვა პრეტენდენტები ჟუნინიო ვიეირა (ყარაბაღი), დარვინ ნუნიესი (ლივერპული) და სტეფან ელ შაარავი (რომა) იყვნენ.
კონფერენც ლიგის საუკეთესო კი დინამო ზაგრების თავდამსხმელი ბრუნო პეტკოვიჩი გახდა, რომელმაც პაოკს ორი გოლი გაუტანა. მან ერან ზაჰავი (მაკაბი თელ ავივი), ჯონათან დევიდი (ლილი) და იორელ ჰატო (აიაქსი) ჩამოიტოვა.
კომენტარები
2 დღის წინ
1 დღის წინ
10 საათის წინ