მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
10 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ევროპა ლიგის მე-7 ტურში გალათასარაიმ სტამბოლში კიევის დინამო მიიღო. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა.
ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-6 წუთზე მასპინძლები დევინსონ სანჩესმა დააწინაურა. 21-ე წუთზე აბდულქერიმ ბარდაქჩიმ სხვაობა ორამდე გაზარდა.
ტაიმის ბოლოს, 44-ე წუთზე ვლადისლავ ვანატმა ერთი ბურთი გაქვითა და შეხვედრის პირველი ნახევარი 2-1 დასრულდა.
მეორე ტაიმის სტარტზე გალამ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა, პენალტი ზუსტად ვიქტორ ოსიმენმა შეასრულა.
მატჩის დარჩენილ ნაწილში კიეველებმა მოახერხეს თამაშის შემოტრიალება. 68-ე წუთზე გამოცდილმა ანდრეი იარმოლენკომ შეამცირა სხვაობა, 81-ე წუთზე კი უკრაინელმა შემტევმა დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
საბოლოოდ შეხვედრა 3-3 დასრულდა და კიევის დინამომ მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა, გალათასარაის კი 13 ქულა დაუგროვდა და ლაივ ცხრილში მე-5 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები