მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
16 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ს ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში უკრაინამ სლოვაკეთთან მძიმე გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრა დიუსელდორფში გაიმართა და უკრაინელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი სლოვაკებმა შრანცის გოლით მოიგეს და უკრაინის მდგომარეობა დაამძიმეს, რომელმაც პირველ ტურში რუმინეთთან სენსაციურად 0:3 წააგო.
54-ე წუთზე შაპარენკომ ანგარიში გაათანაბრა, 80-ზე კი შეცვლაზე შემოსულმა იარემჩუკმა გამარჯვების გოლი გაიტანა და უკრაინას ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გაუჩინა.
ამ გამარჯვებით ჯგუფში სიტუაცია თავდაყირა დადგა - სამივე გუნდს ამ ეტაპზე 3-3 ქულა აქვს და სავარაუდოდ, ბოლო ტურამდე გაურკვეველი იქნება, ვინ რომელ პოზიციას დაიკავებს.
ჯგუფის მეორე მატჩი ბელგია - რუმინეთი ხვალ გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
7 საათის წინ
5 საათის წინ
6 საათის წინ
10 საათის წინ