სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილს უპასუხა.
„ეი, მერაბ. შენ კარგად იცი, რომ მარტში რამადანი უწევს. ამას ხვდები და იმიტომაც ითხოვ ბრძოლას მარტში. ასევე, მთავაზობ თებერვალს, როცა ავსტრალიის ტურნირია ჩანიშნული, სადაც არ გვაჩხუბებენ.
იანვარში იქნება ტურნირი ლოს-ანჯელესში. მოდი, იქ ვიჩხუბოთ, მოსამზადებლად დრო საკმარისად გვაქვს. გეყოფა თავის მართლება
მოდი მივცეთ ხალხს ის, რაც უნდათ. ყველას, ვინც ჩვენს წონას უყურებს, ამ ბრძოლის ხილვა უნდა." - დაწერა ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში.
დვალიშვილმა გუშინ აღნიშნა, რომ მას ტიტულის პირველ დაცვასთან დაკავშირებით ჯერ არავინ შეხმიანებია, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი მეტოქე სწორედ ნურმაგომედოვი იქნება და ისიც დაამატა, რომ ბრძოლა ან თებერვალში გაიმართება, ან მარტში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები