Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 27-ე ტურში ვალენსიამ მესტალიაზე მადრიდის რეალს უმასპინძლა.
შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა. 27-ე წუთზე ანგარიში უგო დურომ გახსნა, აქედან 3 წუთში კი ღამურების უპირატესობა ორამდე რომან იარემჩუკმა გაზარდა. უკრაინელის გოლი დანი კარვახალის შეცდომას მოჰყვა, შემდეგ კი თავდამსხმელმა თანამემამულე ლუნინი ჩამოიშორა და ცარიელ კარში გაიტანა.
ვალენსიამ შესვენებაზე გასვლა ორბურთიანი ფორით ვერ შეძლო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა და მასპინძლებს გოლი გასახდელში გაატანა.
76-ე წუთზე ბრაზილიელმა უკვე დუბლი შეასრულა, ბრაჰიმ დიასის ჩაწოდების შემდეგ რეალის შვიდიანმა მამარდაშვილის კარი თავური დარტყმით აიღო.
დრამატული იყო მატჩის ბოლო წამები. მთავარმა არბიტრმა, ხილ მანსანომ, შეხვედრა მაშინ დაასრულა, როცა ბრაჰიმ დიასი ფლანგიდან სიტუაციის გამწვავებას აპირებდა, მისი ჩაწოდებული კი ჯუდ ბელინგემმა ზუსტი თავური დარტყმით დაასრულა, თუმცა მსაჯს თამაში უკვე დასრულებული ჰქონდა. ამ მომენტს რეალის მოთამაშეების მხრიდან დაძაბულობა მოჰყვა.
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ქართველმა მეკარემ ბურთი 3-ჯერ მოიგერია, მათ შორის ერთი რთული სეივი ვალენსიას კარის დარაჯმა ჯუდ ბელინგემის ახლო მანძილიდან დარტყმულის შემდეგ მიითვალა.
ამ მატჩის შემდეგ ვალენსიას 37 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა, რეალი კი 66 ქულით ცხრილის სათავეშია და ჟირონას 7 ქულით უსწრებს, რომელსაც თავისი მატჩი მალიორკასთან აქვს ჩასატარებელი.
კომენტარები
1 დღის წინ
17 საათის წინ
7 საათის წინ
7 საათის წინ