Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 32-ე ტურში სანტიაგო ბერნაბეუზე ელ კლასიკო შედგა.
შეხვედრა 3-2 დასრულდა. ანგარიში მე-6 წუთზე ანდრეას კრისტენსენმა გახსნა. დანიელმა რაფინიას კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ლუნინის შეცდომით ისარგებლა.
მე-18 წუთზე პაუ კუბარსიმ საჯარიმოში ლუკას ვასკესი წააქცია, პენალტი კი ვინისიუს ჯუნიორმა გამოიყენა. პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა.
69-ე წუთზე ფერმინ ლოპესმა ბარსელონა დააწინაურა. რეალმა წონასწორობა მალევე აღადგინა. ვინისიუსის ჩაწოდებულს საჯარიმოში ლუკას ვასკესი დახვდა და ტერ შტეგენის კარი აიღო.
მატჩის ბედი კომპენსირებულ დროში გადაწყდა. 91-ე წუთზე ლუკას ვასკესის საჯარიმოში გაშვებული დაბალი ბურთი კარისკენ ჯუდ ბელინგემმა გადაგზავნა და მადრიდის რეალს 3 ქულა მოუპოვა.
სამეფო კლუბმა 32 ტურის შემდეგ 81 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან ბარსელონას უკვე 11 ქულით უსწრებს. 6 ტურით ადრე ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა, ანჩელოტის გუნდმა ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
კომენტარები
17 საათის წინ
8 საათის წინ
8 საათის წინ