Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სევილიასთან მატჩი ერნესტო ვალვერდესთვის ლა ლიგაში მე-500 აღმოჩნდა მთავარი მწვრთნელის რანგში.
ატლეტიკის თავკაცი მე-7 სპეციალისტი გახდა, ვინც ამ შედეგს მიაღწია:
ლუის არაგონესი (756), ხავიერ ირურეტა (612), მიგელ მუნიოსი (608), ვიქტორ ფერნანდესი (544), ხავიერ კლემენტი (511), ხოაკინ კაპაროსი (510), ერნესტო ვალვერდე (500).
ვალვერდეს ესპანეთის ჩემპიონატში სხვადასხვა დროს ატლეტიკი, ესპანიოლი, ვილიარეალი, ვალენსია და ბარსელონა გაუწვრთნია, ამ უკანასკნელში კი 2-ჯერ ლა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.
ბილბაოელებმა კი მთავარი მწვრთნელის საიუბილეო მატჩში ვესგასა და პარედესის გოლებით სევილია 0-2 დაამარცხეს და 19 ტურის შემდეგ 38 ქულით მე-4 ადგილზე არიან. ბასკები მე-3 ადგილოსან ბარსელონას 3 ქულით ჩამორჩებიან.
კომენტარები
1 დღის წინ
1 დღის წინ
11 საათის წინ
11 საათის წინ