-
Aa
+
ფონტის ზომა
ვენსან კომპანის მიერ გაწვრთნილმა მიუნხენის ბაიერნმა სეზონის პირველი მატჩი წააგო.
ჩემპიონთა ლიგის საერთო ფაზის მე-2 ტურში ბავარია ასტონ ვილას ესტუმრა და შინ 0 ქულით დაბრუნდა - უნაი ემერის გუნდმა 1:0 იმარჯვა.
კომპანისთვის ეს ბაიერნის სათავეში პირველი მარცხი აღმოჩნდა. გუნდმა აქამდე ამ სეზონში შვიდი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 6 მოიგო და 1 ფრე ითამაშა.
ორი ტურის შემდეგ ბაიენრს ჩემპიონთა ლიგის საერთო ცხრილში 3 ქულა დაუგროვდა და გუნდი ამ მომენტისთვის მე-15 ადგილს იკავებს.
ლიგის შემდეგ ტურში მიუნხენელები საკუთარ კედლებში ბარსელონას უმასპინძლებენ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები