Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გრძელდება NBA-ს საპლეიოფო დაპირისპირებები. სამ სერიაში გაიმართა მე-5 მატჩი.
ფილადელფია სევენთისიქსერმა ნიუ იორკ ნიქსი 106-112 დაამარცხა. მოგებულ გუნდს 46 ქულით ტაირეს მაქსიმ ულიდერა. ფილადელფიამ ამ გამარჯვებით სერიის ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 3-2 ნიქსის სასარგებლოდ.
დაძაბულ ბრძოლაში კლივლენდ კავალიერსმა 104-103 სძლია ორლანდო მეჯიქს. დონოვან მიჩელმა 28 ქულა ჩააგდო, პაოლო ბანჩეროს 39 ქულა კი მისი გუნდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ მოგებით კლივლენდი სერიაში წინ გავიდა, 3-2.
მილოუკი ბაქსმა 115-92 მოუგო ინდიანა პეისერსს. მოგებულ გუნდს კრის მიდლტონმა და ბობი პორტისმა ულიდერეს 29-29 ქულით. სერიაში ანგარიში ინდიანას სასარგებლოდ 3-2 არის.
კომენტარები
3 დღის წინ
2 დღის წინ
1 დღის წინ
2 საათის წინ