სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ორლანდო მეჯიქი მოქმედ ჩემპიონ ბოსტონ სელტიკს დაუპირისპირდა და 108-104 დაამარცხა.
პარკეტზე 21 წუთი გაატარა გოგა ბითაძემ, რა დროშიც მან 8 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ქართველს თამაშის დატოვება ნაადრევად მოუწია. ის კრისტაპს პორზინგისსა და ჯეილენ საგსს აშველებდა, როცა კონფლიქტში მოჰყვა.
ორლანდოს 31 მატჩში 19 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, ბოსტონი კი 29 შეხვედრაში 22 გამარჯვებით ამავე კონფერენციაში მე-2 ადგილზე რჩება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები