18 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ორლანდო მეჯიქი მაიამი ჰიტს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 88-89 დამარცხდა.
პარკეტზე 33 წუთი გაატარა გოგა ბითაძემ, რომელმაც მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა - 10 ქულა, 14 მოხსნა, 3 დაფარება, 2 შედეგიანი გადაცემა.
აღსანიშნავია, რომ გოგამ ბოლო 7 მატჩში 5 ორმაგი დუბლი დააგროვა.
ქართველმა შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე ორლანდო დააწინაურა, თუმცა დარჩენილ დროში ტაილერ ჰირომ ორქულიანის ჩაგდება მოახერხა და მაიამის მოაგებინა.
32 მატჩში 19 მოგებით მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, ჰიტი კი 28 შეხვედრაში 15 გამარჯვებით ამავე კონფერენციაში მე-6 პოზიციას იკავებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები