მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში დენვერ ნაგეთსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსი მიიღო და 100-123 დამარცხდა.
გამარჯვებულ გუნდში 20 ქულაზე მეტი ოთხმა მოთამაშემ დააგროვა, მათგან გამორჩეული კი ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც ლეიკერსში გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ლუკა დონჩიჩი - 32 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა
ლებრონ ჯეიმსი - 25 ქულა, 9 მოხსნა
ოსტინ რივზი - 23 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა
რუი ჰაჩიმურა - 21 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა
დენვერის მხრიდან 24 ქულა მიითვალა აარონ გორდონმა, ნიკოლა იოკიჩმა კი თავისი მორიგი სამმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში (12 ქულა, 13 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა), თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
57 მატჩში 37 მოგებით ნაგეთსი დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, ლეიკერსი კი 55 შეხვედრაში 34 გამარჯვებით მე-4 პოზიციას იკავებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები