სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
11 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ამერიკული MLS-ის პლეიოფის 1/8 ფინალში ინტერ მაიამისა და ატლანტა იუნაიტედს შორის გადამწყვეტი მე-3 მატჩი გაიმართა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო საბა ლობჟანიძე, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა.
შეხვედრა უხვგოლიანი გამოვიდა. მე-17 წუთზე ანგარიში მატიას როხასმა გახსნა, თუმცა მალევემ ატლანტამ თამაში მოატრიალა. მე-19 და 21-ე წუთებზე გატანილი გოლებით ჯამალ ტიარმა დუბლი შეასრულა და სტუმრები დააწინაურა. ატლანტამ პირველი ტამი მოიგო.
65-ე წუთზე ლეო მესიმ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა კიდევ უფრო დაიძაბა, თუმცა 76-ე წუთზე 3-მატჩიანი დუელის ბედი ბარტოშ სლიშმა გადაწყვიტა და საბოლოო ანგარიში 2-3 დააფიქსირა.
ატლანტამ სერია 1-2 მოიგო და პლეიოფის მომდევნო ეტაპზე გავიდა, ლეო მესის ინტერ მაიამი კი MLS-ის წლევანდელ პლეიოფს გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძემ სერიის პირველ მატჩში გოლიც გაიტანა.
ატლანტა იუნაიტედი 1/4 ფინალში ორლანდო სიტის შეხვდება. გუნდებს შორის პირველი მატჩი 24 ნოემბერს გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები