Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ის შემდეგ საბა ლობჟანიძე თავის გუნდს დაუბრუნდა და ატლანტა იუნაიტედთან ერთად MLS-ში ასპარეზობას აგრძელებს.
დღეს ქართველის გუნდი რეალ სოლტ ლეიკს დაუპირისპირდა 5-2 დამარცხდა. პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა, ატლანტას მხრიდან კი გოლი 31-ე წუთზე სწორედ ლობჟანიძემ გაიტანა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.
საბას ლამაზი გოლი გამოუვიდა.
ლობჟანიძის ანგარიშზე MLS-ის მიმდინარე სეზონში უკვე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, მისი ატლანტა კი აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 მატჩის შემდეგ 24 ქულით მე-10 ადგილზეა და პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები