Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს სან ანტონიო სპურსი ჩემპიონ დენვერ ნაგეთსს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 121-120 დაამარცხა.
მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც პარკეტზე 30 წუთი გაატარა და გამარჯვებაში თავისი წვლილიც შეიტანა.
ქართველმა ორმაგი დუბლი მიითვალა. მის ანგარიშზე 21 ქულა, 12 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო.
სპურსის მხრიდან გამორჩეული იყო ვიქტორ ვემბანიამა, რომელმაც 37 წუთში 34 ქულა, 12 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
NBA-ში რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. სან ანტონიო პლეიოფს მიღმა რჩება, დენვერი კი ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
კომენტარები
3 დღის წინ
1 დღის წინ
4 საათის წინ
2 დღის წინ