Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს სან ანტონიო სპურსმა გოლდენ სტეიტ უორიორსს უმასპინძლა.
სათამაშო დრო მიიღო სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 24 წუთი გაატარა. ქართველმა ამ დროში ორმაგი დუბლი მიითვალა. მისი მონაგარი 10 ქულა, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. სანდრომ თამაშიდან 6-დან 4 სროლა გამოიყენა, საჯარიმოდან კი 2-დან 2 ჩააგდო.
სან ანტონიომ შეხვედრა 113-117 დათმო. გოლდენის მხრიდან გამორჩეული სტეფ კარი იყო, რომელმაც აქტივში 33 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა, სპურსის შემადგენლობაში კი ვიქტორ ვემბანიამამ 32 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა.
კომენტარები
3 დღის წინ
1 დღის წინ
5 საათის წინ
2 დღის წინ